დღევანდელი დღე არის თრენინგის შემაჯამებელი დღე . შეხვედრა დავიწყეთ განვლილი თემების გამეორებით, დამატებით ვიმუშავეთ ბლოგებში. კიდევ ერთხელ გავაკეთეთ გაჯეტების დამატება ბლოგში . თრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფის წევრების პრეზენტაციას . ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერსო პრეზენტაციები, განვიხილეთ პრობლემები და დავსვით კითხვები . სატრენინგო ჯგუფი გამოცდილი მასწავლებლებისგან შედგება, მათ შორის არის ახალგაზრდა მოტივირებული და საკმაოდ მომზადებული პედაგოგებიც. თრენინგიდან საკმაოდ დატვირთული მივდივარ ! თრენერი უბადლოა- ორგანიზებული, ინფორმირებული , პროფესიონალი. იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაძლევდა სასარგებლო რჩევებს.აქ არ იკარგება უმიზნოდ არც ერთი წუთი ! დიდი მადლობა მასწავლებელთა სახლს ასეთ პროფესიონალ თრენერ ქეთევან ცერაძესთან ჩატარებული თრენინგისთვის.
ქალბატონო ნონა,თქვენი პროექტი,რომელიც წარმოადგინეთ,მართლაც რომ საინტერესო და პრობლემატურია. ვფიქრობ,რომ მისი განხორციელებით ხელს შეუწყობთ ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ახალგაზრდა თაობაში.
ОтветитьУдалитьგისურვებთ წარმატებას
თქვენი კეთილის მსურველი: თ./გოგონაშვილი