დღევანდელი დღე არის თრენინგის შემაჯამებელი დღე . შეხვედრა დავიწყეთ განვლილი თემების გამეორებით, დამატებით ვიმუშავეთ ბლოგებში. კიდევ ერთხელ გავაკეთეთ გაჯეტების დამატება ბლოგში . თრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფის წევრების პრეზენტაციას . ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერსო პრეზენტაციები, განვიხილეთ პრობლემები და დავსვით კითხვები . სატრენინგო ჯგუფი გამოცდილი მასწავლებლებისგან შედგება, მათ შორის არის ახალგაზრდა მოტივირებული და საკმაოდ მომზადებული პედაგოგებიც. თრენინგიდან საკმაოდ დატვირთული მივდივარ ! თრენერი უბადლოა- ორგანიზებული, ინფორმირებული , პროფესიონალი. იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაძლევდა სასარგებლო რჩევებს.აქ არ იკარგება უმიზნოდ არც ერთი წუთი ! დიდი მადლობა მასწავლებელთა სახლს ასეთ პროფესიონალ თრენერ ქეთევან ცერაძესთან ჩატარებული თრენინგისთვის.
ინტელის სასწავლო რესურსი
суббота, 8 апреля 2017 г.
воскресенье, 2 апреля 2017 г.
ტრენინგის მე-8 დღე
დღეს გავიარეთ მე-7 მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავაკეთეთ პრეზენტაცია ფოუერ პოინტში და ჩავსვით პროექტში. ბოლოს გავაკეთეთ პროექტის ატვირთვა დრაივზე . სამუშაო შრომატევადია .
суббота, 1 апреля 2017 г.
თრენინგის მე-7 დღე
თრენინგის მე-7 დღე ძალიან დატვირთული იყო. დღეს ვიმუშვეთ შეფასების რუბრიკებზე. აგრეთვე სასწავლო პროცედურებზე , სპეც საჭიროების მქონე და ნიჭიერი მოსწავლეების შესხებ გეგმის შესბამის ნაწილზე. . თრენერი შესანიშნავია,ინფორმაციული, ორგანიზებულივ . აქ დროს ფასი არ აქვს!
воскресенье, 26 марта 2017 г.
თრენინგის მე-6 დღე
დღეს გავაგრძელეთ ბლოგზე მუშაობა, გავიმეორეთ წინა ტრენინგზე გაკეთებული მასალა, გავაკეთეთ ახალი გაჯეტები . შემდეგ დავიწყეთ მე-4 მოდული- სასწავლო ნიმუშების შექმნა . ამ დღეს გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია. თრენერი შესანიშნავად ხსნის , მან ძალიან გასაგებად გადმოგვცა პრეზენტაციის ყველა დეტალი და ინდივიდუალურად გვიხსნიდა , თუ იყო ამის საჭიროება. ტრენინგის ბოლოს განვიხილეთ შეფასების რუბრიკების სახეობები.
суббота, 25 марта 2017 г.
ტრენინგის მე- 5 დღე
ინტელის კურსიდან დავიწყეთ მე-3 მოდული- კავშირები . დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა . შევქმენი მოსწავლის ბლოგი , ვისწავლე სურათების და ვიდეოს გადმოწერა და გაჯეტების გაკეთება . ძალიან მომწონს!
воскресенье, 19 марта 2017 г.
ტრენინგის მე-4 დღე
თრენინგის მე-4 დღე ძალიან პროდუქტიულია. შევისწავლეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები .,ვისაუბრეთ პროექტის პორთფელიოს პრეზენტაციაზე და დავამზადე პრეზენტაცია პროექტის შესახებ. ძალიან საინტერეოა !
суббота, 18 марта 2017 г.
ტრენინგის მე-3 დღე
დღეს ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა, შევავსეთ გეგმის შაბლონი. ვიმუშავეთ აგრეთვე საგნობრივი სტანდარტების მიხედვით პროექტის გეგმის შესაბამისი ველების შევსებაზე. შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა პროექტის მიზნის ნაწილი, გასაგებად გადმოგვცა ამ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. ტრენინგის ბოლო ნაწილი დაეთმო მიმნართულების მიმცემი საკვანძო საკითხების ფორმურილებას.
ტრენინგზე არის ძალიან დადებითი , საქმიანი და მუშა გარემო ! მადლობა ქეთევან ცერაძეს და რა თქმა უნდა მასწავლებელთა სახლს!
ტრენინგზე არის ძალიან დადებითი , საქმიანი და მუშა გარემო ! მადლობა ქეთევან ცერაძეს და რა თქმა უნდა მასწავლებელთა სახლს!
Подписаться на:
Сообщения (Atom)